Saturday, September 17, 2011

"ბრძოლა ნაწილებისთვის" და "თამაში თამაშისთვის"

მოკლედ ეს თამაში ყველა ლეველზე კარგია გარდა ბოლოსი :დ, არა ბოლოზეც კარგია მაგრამ რაც იქ ხდება უკვე თამაშს აღარ გავს, არამედ "დეს რეისს", ალბათ იცით ეგ ფილმი, ბრძოლა და არანაირი დანდობა, ზუსტად მაგას გავს 50 ლეველზე.
იმის თქმა მიდნა რომ დატკბით თამაშით ნუ იჩქარებთ ლეველებზე მალე ასვლას, იმიტომ რომ როცა მალე ახვალთ ბოლოში მერე მიხვდებით რომ იჩქარეთ. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობ თითეულ ლეველს უფრო მეტი მოგების შანსი გაქვს 1 ადგილზე, რადგანაც 50 ლეველზე როცა ახვალ იქ უკვე ყველა კლასის შეჯიბრზე იქნება ეს ტ1, ტ2 თუ ტ3 მაღალი ლეველის ხალხი გხვდება და უმრავლესობას მანქანა კარგად აქვს გაკეთებული. ასე რომ თუ ლეველზე უცებ ახვალ პოლიციის თამაშით და მანქანა არ გექნება ნორმალურად გაკეთებული არ გეგონოს რომ იქ მაღალ ლეველზე ადვილად მოიგებ რეისებს. პოლიციას თუ ნაკლებს ითამაშებ ან საერთოდ არ ითამაშებ ეგეც შეანელებს ლეველზე ასვლას რაც კარგია. ნაწილები განაწილებულია ტრასებზე შემდეგნაირად ანუ ძირითადად ტ1 ნაწილებს იგებ ტრასებზე რომლებსაც აწერია 1-20 ლეველი, ტ2 20-30 ლეველი და ტ3 მას ზემოთ. ეს ზოგადად ასეა ძირითადი ნაწილებისთვის, მაგრამ როცა 40-50 ლეველს მიაღწევ, ყველა ეს ციფრები ცოტა მეტით უნდა იანგარიშო დაახლოებით 5 ლეველით მეტით.

აქ არის უფრო ზუსტი დიაგრამები ლეველების მიხედვით, ტრასების მიხედვით, დააჭირეთ Tracklist , droplocation diagrams და ასე შემდეგ ყველანაირ სტატისტიკას იხილავთ მანდ სად რა გაუხსნია ზოგადად.
http://www.team-ger.net/gxrdrago/NFSW/parts/us/