Friday, September 9, 2011

დასაწყისი =))

როცა ეს ნიკი გავაკეთე ნფს-ში უკვე გადაწყვეტილი მქონდა სილვიას ყიდვა, ის ხომ ასეთი ლამაზი და უწყინარი მანქანაა )), მაგრამ მთავარი ეს არ არის, ის თითქმის ყველაზე სწრაფია უფასო Т1 მანქანებში. მოკლედ ვიყიდე სილვია და დავიწყე ლეველინგი. გასაკვირია მაგრამ სილვიათი თავიდანვე ადვილია თამაში, მასზე ბევრად მეტი მონაცემების მანქანებს უსწრებს თავისუფლად და იმიტომ. შეიძლება ეს ფორმალურად არის გაკეტებული ასე და სინამდვილეში მეტი მონაცემები აქვს აშკარად მანქანას ვიდრე ეწერება პერფორმენს ინტერფეისში და ალბათ ნფს-ის შემქმნელების პატარა ხრიკად ითვლება )). როცა რეისებს გავდიოდი ნაწილების მოგებაც დაიწყო, აი აქ იწყება მთელი აზარტი, უფრო და უფრო კაი ნაწილების მოგების სურვილი და მანქანის გაძლიერების. თავიდან სულ რამდენიმე ტრასაზე ვიგებდი ნაწილებს და მეგონა რომ მხოლოდ ეს ტრასები იძლეოდა ნაწილებს, მერე ახალი ტრასები გაიხსნა და ის ძველები აღარ იძლეოდა, მაშინ მივხვდი რომ ახალ ნაწილებს ის ტრასები იძლევა რომელიც მსხვილად არის რუკაზე ნაჩვენები კონკრეტულ ლეველზე. არა რათქმაუნდა არის ტრასები რომლებიც უფრო ბევრ ნაწილს აგდებს ვიდრე სხვა, მაგრამ ზოგადად ყველა ტრასა აგდებს ნაწილებს, მთავარია 1 ან 2-ზე გახვიდე და ბევრი ითამაშო. ასე რომ დამწყებებს გისურვებთ წარმატებებს ! ))

თამაშში დარეგისტრირება და გადმოწერა : http://world.needforspeed.com/