Saturday, September 24, 2011

დაემატა ახალი მაზდა

ეს არის MAZDA RX7 RZ რომლის მოდელიც დიდად არ განსხვავდება RX7-სგან, მანქანა ისევ ტ2 არის და მაღალი მონაცემები აქვს მსგავსად ა1-სა, შეიძლება რომ მალე ეს მანქანა ექსიჯის კონკურენტი აღმოჩნდეს.



Thursday, September 22, 2011

Driver-ის სტატისტიკა

წარმოგიდგენთ საიტს სადაც შეგიძლია შეიყვანოთ თქვნი ნიკი და ის ამოგიყრით ყველაფერს თქვენს შესახებ, რამდენი ქულა გაქვთ, რომელი ტრასები რა დროში გახვედით, მერამდენეზე ხართ გლობალურ რეიტინგში სხვადასხვა ტრასაზე და ასე შემდეგ.
საიტის მისამართი არის: http://NFS-S.com/
გახსოვდეთ ტოპ ლისტში მოხვედრა ადვილი არ არის.


დაემატა 2 ახალი მანქანა

დღეს უკვე დამატებულია ახალი შევროლე რომელიც ისევ ბუსტზეა და ტ1 კლასის მანქანაა, მანქანა თავიდანვე სწრაფია და თუ კაარგად გააკეთებ მაგრადაც ივლის. მოკლედ დღეს მომიწია მასთან შერკინება და ჩემი სილვიათი მოვუგე, თუმცა კარგად გაკეთებული არ იყო.
მეორე რაც დაამატეს ახალი არ არის, ეს მერსედესი უკვე არსებობდა, უბრალოდ არტ დირექტორ ედიშენი გააკეთეს, როგორც იციან ხოლმე "ეა"-ს მოცლილმა თამაშრომლებმა )).
აი ისინიც.


Saturday, September 17, 2011

"ბრძოლა ნაწილებისთვის" და "თამაში თამაშისთვის"

მოკლედ ეს თამაში ყველა ლეველზე კარგია გარდა ბოლოსი :დ, არა ბოლოზეც კარგია მაგრამ რაც იქ ხდება უკვე თამაშს აღარ გავს, არამედ "დეს რეისს", ალბათ იცით ეგ ფილმი, ბრძოლა და არანაირი დანდობა, ზუსტად მაგას გავს 50 ლეველზე.
იმის თქმა მიდნა რომ დატკბით თამაშით ნუ იჩქარებთ ლეველებზე მალე ასვლას, იმიტომ რომ როცა მალე ახვალთ ბოლოში მერე მიხვდებით რომ იჩქარეთ. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობ თითეულ ლეველს უფრო მეტი მოგების შანსი გაქვს 1 ადგილზე, რადგანაც 50 ლეველზე როცა ახვალ იქ უკვე ყველა კლასის შეჯიბრზე იქნება ეს ტ1, ტ2 თუ ტ3 მაღალი ლეველის ხალხი გხვდება და უმრავლესობას მანქანა კარგად აქვს გაკეთებული. ასე რომ თუ ლეველზე უცებ ახვალ პოლიციის თამაშით და მანქანა არ გექნება ნორმალურად გაკეთებული არ გეგონოს რომ იქ მაღალ ლეველზე ადვილად მოიგებ რეისებს. პოლიციას თუ ნაკლებს ითამაშებ ან საერთოდ არ ითამაშებ ეგეც შეანელებს ლეველზე ასვლას რაც კარგია. ნაწილები განაწილებულია ტრასებზე შემდეგნაირად ანუ ძირითადად ტ1 ნაწილებს იგებ ტრასებზე რომლებსაც აწერია 1-20 ლეველი, ტ2 20-30 ლეველი და ტ3 მას ზემოთ. ეს ზოგადად ასეა ძირითადი ნაწილებისთვის, მაგრამ როცა 40-50 ლეველს მიაღწევ, ყველა ეს ციფრები ცოტა მეტით უნდა იანგარიშო დაახლოებით 5 ლეველით მეტით.

აქ არის უფრო ზუსტი დიაგრამები ლეველების მიხედვით, ტრასების მიხედვით, დააჭირეთ Tracklist , droplocation diagrams და ასე შემდეგ ყველანაირ სტატისტიკას იხილავთ მანდ სად რა გაუხსნია ზოგადად.
http://www.team-ger.net/gxrdrago/NFSW/parts/us/


Thursday, September 15, 2011

VS თემა

დღეს მინდა დავწერო მოკლედ რა რას ჯობია და როგორ, 100% იან შედეგის მიღწევა თვითონ მძღოლზეა , ხოლო დანარჩენი მანქანაზე )).

Т1-ში
სილვია საკმაოდ კარგია, 28 ლეველამდე და მერე სწორ ტრასაზე ნიტროთი ძაან მაგარია
skyline 2000 საუკეთესოა მცირე ნაკლით, შეზღუდული ტოპ სპიდით, მაგრამ ტ1-ში უდავოდ მეფეა, ის უკვე ტ2-ის მანქანებს ეჯიბრება და ზოგ ტ3-საც.

T2-ში
rx7 და z4 თითქმის ერთნაირია გაკეთებული, მაზდას უკეთესი მანევრირება აქვს
ცოტა უკეთესი ლოტუსია ელისი, ხოლო უფრო კარგი ლოტუს ექსიჯი, ძალაინ მაგარი მანევრირება აქვს.
რაც შეეხება აუდი ა1-ს, ეს ყველაზე სწრაფია ნიტროთი და ისედაც თუ კარგადაა გაკეთებული, დაახლოებით იგივენაირია ტ2-ის ფორდიც.

Т3-ში
М3 არის საკმაოდ კარგი მანქანა და 959 რომელიც ცოტათი მეტი მონაცემებითაა, 959 ჯობია მანევრირებით ოდნავ.
ახალ V12-საც არაუშავს, ყველაზე ძლიერი არის ლამბო მურსი და პორშე გტ3, ამ უკანასკნელს ისეთი ნიტრო აქვს რომ ჩაადგავ მაშინვე მიფრინავს =))

მოკლედ გისურვებთ წარმატებებს მანქანის შერჩევაში...



ესეც ექსიჯი, როგორც ნათქვამია კაი მძღოლი ექსიჯით ა1-ს გაასწრებსო ))

Monday, September 12, 2011

9 სექტემბრის spot the devs

მაგარი დღე იყო, უფრო სწორედ იქ რომ დღე იყო ჩვენთან ღამის 2 საათი, თამაშის დაწყებამდე უკვე იმდენი ხალხი იყო რომ 1 ჩანელზე აღარ შეისვლებოდა და 1-5 მდე გადაანაწილეს, მე 3-ზე შევედი და 12 წუთზე უკვე დავაფიქსირე სპოტი, თანაც დეველისი გამოვიჭირე თაიმსკვერზე, არ ვიცი მოვიგებ თუ არა მაგ მანქანას მაგრამ მაგარი მანქანა კი არის პორშე ენფორსერით დავედევნე მარკს და გამექცა + ძაღლობას დავეჯახე. მოკლედ ასეთი ხალხმრავლობა კაი ხანი არ ყოფილა ნფს-ის ქუჩებში ))


ესეც ის ახალი V12 რომელიც მალე იქნება თამაშში



Saturday, September 10, 2011

mazda RX 7

მინდა გაგაცნოთ RX7 , ეს მანქანა მე არ მყავს მაგრამ საკმაოდ ბევრს ყავს და კმაყოფილებიც არიან, არა საწყის ეტაპზე არ არიან ნამდვილად )), ამ მანქანას თუ ბევრ კარგ ნაწილებს დაუყენებ და დაახლოებით 450-მდე აიყვან თითქმის ლოტუსის ტოლფასია, და თუ კაი მოთამაშე ხარ იგივე ნაირად გაკეთებულ Z4-ს აჯობებ ))
ესეც ის

Friday, September 9, 2011

Т2-ზე გადასვლა ლოტუს ელისით

ლოტუსი სწრაფი მანქანაა, მსუბუქი და ადვილად მანევრირებადი. მოკლედ ბევრი ლეველი გავიარე ვიდრე ლოტუსს ვიყიდიდი, მოუთმენლად ველოდი 25 ლეველზე ასვლას რადგან 400 კი არა 600 და მეტი მქონდა უკვე ფული შეგროვილი, თანაც Т2-ის ბევრი ნაწილი უკვე მოგებული მქონდა სილვიათი. როგორც იქნა დადგა 25 ლეველი და ვიყიდე ლოტუსი. მას შემდეგ კიდევ გავაძლიერე და ახლა ასე გამოიყურება თუმცა კიდევ შეიძლება. საკმაოდ კარგად დადის. გაგრძელება იქნება ))


ტოიოტა კოროლა

ეს პატარა ბზიკი მაშინ შევამჩნიე თამაშში როცა რამდენიმეჯერ გამისწრეს მისით უცხოელმა მოთამაშეებმა, ავდექი და მეც ვიყიდე, დავაგდებ გარაჟში და რაც ნაწილები დამრჩება ამაზე გავუშვებ და ასეც მოვიქეცი. ესეც კოროლა საკმაოდ სხარტად დადის რომ იცოდეთ გაძლიერებული თუ არის შეიძლება სილვიას მოუგო ბევრ ტრასაზე.

მიესალმეთ ეს სილვიაა

თავიდანვე ასეთი რათქმაუნდა არ იყო, ნელნელა ახალ ახალ ნაწილებს ვიგებდი და ვაძლიერებდი და ახლა ის ასე გამოიყურება, ძალიან ბევრი ივენთი მაქვს მოგებული ამ მანქანით 1 ადგილზე, მართალია ბევრი კაი ნაწილი უყენია მაგრამ კიდევ ძლიერდება ეს მანქანა დამიჯერეთ ))

დასაწყისი =))

როცა ეს ნიკი გავაკეთე ნფს-ში უკვე გადაწყვეტილი მქონდა სილვიას ყიდვა, ის ხომ ასეთი ლამაზი და უწყინარი მანქანაა )), მაგრამ მთავარი ეს არ არის, ის თითქმის ყველაზე სწრაფია უფასო Т1 მანქანებში. მოკლედ ვიყიდე სილვია და დავიწყე ლეველინგი. გასაკვირია მაგრამ სილვიათი თავიდანვე ადვილია თამაში, მასზე ბევრად მეტი მონაცემების მანქანებს უსწრებს თავისუფლად და იმიტომ. შეიძლება ეს ფორმალურად არის გაკეტებული ასე და სინამდვილეში მეტი მონაცემები აქვს აშკარად მანქანას ვიდრე ეწერება პერფორმენს ინტერფეისში და ალბათ ნფს-ის შემქმნელების პატარა ხრიკად ითვლება )). როცა რეისებს გავდიოდი ნაწილების მოგებაც დაიწყო, აი აქ იწყება მთელი აზარტი, უფრო და უფრო კაი ნაწილების მოგების სურვილი და მანქანის გაძლიერების. თავიდან სულ რამდენიმე ტრასაზე ვიგებდი ნაწილებს და მეგონა რომ მხოლოდ ეს ტრასები იძლეოდა ნაწილებს, მერე ახალი ტრასები გაიხსნა და ის ძველები აღარ იძლეოდა, მაშინ მივხვდი რომ ახალ ნაწილებს ის ტრასები იძლევა რომელიც მსხვილად არის რუკაზე ნაჩვენები კონკრეტულ ლეველზე. არა რათქმაუნდა არის ტრასები რომლებიც უფრო ბევრ ნაწილს აგდებს ვიდრე სხვა, მაგრამ ზოგადად ყველა ტრასა აგდებს ნაწილებს, მთავარია 1 ან 2-ზე გახვიდე და ბევრი ითამაშო. ასე რომ დამწყებებს გისურვებთ წარმატებებს ! ))

თამაშში დარეგისტრირება და გადმოწერა : http://world.needforspeed.com/